ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები ისტორიულ თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ.
გამონაკლისი არც 26 მაისი ყოფილა.
სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატრიოტული სულისკვეთებით აღნიშნეს.
ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
ღონისძიება საინტერესო, ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
იხილეთ ფოტოები: