
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის II-XI კლასებში სემესტრული გამოცდები წარმატებით დასრულდა.
გამოცდები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, პანდემიის შემდეგ პირველად გაიმართა.
„მართალია, საგამოცდო პასუხები არ აისახება წლიურ შედეგებში, მაგრამ მოსწავლეთა ცოდნა შემოწმდა... მობილიზებული და მოტივირებული იყო თითოეული მოსწავლე და ეს ყველაფერი მიმდინარეობდა მშობელთა კმაყოფილების ფონზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
გამოცდები 4 საგანში: მათემატიკაში, ქართული ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენასა და საქართველოს ისტორიაში ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა გამოცდების შედეგების განხილვამ საინტერესო სურათი წარმოაჩინა.
„ეს დადებითად აისახება გიმნაზიის შემდგომ საქმიანობაში“, - აღნიშნავენ გიმნაზიაში.
მსგავსი გამოცდები მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენასა და შედეგების გაუმჯობესებას უწყობს ხელს, რაზეც გიმნაზია აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: