ანის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო კაპანაძემ ნახატების კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავა
08-06-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ისინი სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლე - ნინო კაპანაძე სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ნახატების კონკურსში - „ბავშვთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმები და პრევენციის გზები“ მონაწილეობდა.

მან კონკურსში შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინა და მე-3 ადგილი დაიკავა.

კონკურსის მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ახალგაზრდების ხედვის და დამოკიდებულების დადგენა, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის თემაზე გახლდათ.

სასკოლო საზოგადოება მას საპრიზო ადგილს ულოცავს და წარმატებას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203