საგვიჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები
08-06-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და გარემოს დაცვის დღე აღინიშნა. გაიმართა სხვადასხვა თემატური აქტივობა, რომელთა მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ ორივე თარიღის შესახებ ისაუბრეს, ნამუშევრები მოამზადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ მათ, თავდაპირველად, შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ამომწურავად ისაუბრეს. გასართობი აქტივობები გარე სივრცეში გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203