გურკელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება მოაწყვეს
08-06-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა სასწავლი სივრცე ფერადი ბუშტებითა და მრავალფეროვანი დეკორაციებით მორთეს, საზეიმოდ გამოწყობილებმა კი, სასკოლო საზოგადოებას მუსიკალური და ქორეოგრაფიული ელემენტებით გაჯერებული სანახაობა წარუდგინეს.

მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ბავშვთა უფლებების კონვენციას გაეცნენ და ერთმანეთს ეს დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს.

გურკელის საჯარო სკოლამ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ბავშვს მიულოცა და მათ ღირსეულ, ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრება და მათი ჭეშმარიტი ინტერესების სრული გათვალისწინებით განვითარება უსურვა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობა მოეწყო, დღემ ნაყოფიერად და ხალისიანად ჩაიარა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203