ახალსოფლის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „ერთობის“ და ეკოკლუბის წევრები სასათბურე-საყვავილე მეურნეობაში იმყოფებოდნენ
08-06-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო გასვლითი აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, სკოლის დირექციის ხელშეწყობით, სამოქალაქო განათლების კლუბ „ერთობის“ და ეკოკლუბის წევრები მავილე გოგიტიძისა და მალხაზ ნაგევრაძის ხელმძღვანელობით, სოფელ ახალსოფლის ტერიტორიაზე განთავსებულ სასათბურე-საყვავილე მეურნეობაში იმყოფებოდნენ.

კლუბის წევრებმა ადგილზე ყვავილების დათესვის, მოყვანის, მორწყვის და სასუქის შეტანის პროცესი ნახეს. გაიგეს, თუ სად ირგვებოდა ყვავილები, როგორ შეიძლებოდა მათი შეკვეთა და ვინ ხელმძღვანელობდა ამ სასათბურე მეურნეობას.

ასევე, გაეცნენ, როგორ იყო დაცული ადამიანის შრომითი უფლებები, როგორ იყო განაწილებული შრომა ქალსა და მამაკაცებს შორის, ხომ არ არსებობდა სტერეოტიპული მიდგომები შრომის დანაწილებასთან დაკავშირებით. 

გასვლითმა ვიზიტმა დიდი წარმატებითა და საინტერესოდ ჩაიარა, რაზეც მოსწავლეთა ჩართულობაც მეტყველებდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203