ნაოხრების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მარიამ მარქარიანმა და ანტონ ბაბოიანმა „ეტალონის“ ოქროს სიგელები მოიპოვეს
08-06-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ მარქარიანი და ანტონ ბაბოიანი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ახალციხის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპის წარმატებულმა მონაწილეებმა „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
23 მაისს, კონკურსის პირველი ეტაპი ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 2 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს