ტყემლანის საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს
08-06-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აქტივობები მიეძღვნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ინგლისური ენის მასწავლებლის თამარ კაპანაძის ორგანიზებით, მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.

ბავშვებმა სკოლის ეზო მოხატეს, აღნიშნული თარიღის დაარსებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა კი პატარებს ფლეშმობით მიულოცეს. 

გარდა ამისა, სპორტის პედაგოგმა - გიორგი კაპანაძემ მოსწავლეები და მათი მშობლები სპორტულ-გასართობი ღონისძიებით - „მხიარული სტარტებით“ გაახალისა.

პედაგოგემა იზრუნეს, რომ მოსწავლეებისთვის ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად ექციათ.

„დღე საკმაოდ საინტერესო და მხიარული გამოვიდა. ტყემლანის საჯარო სკოლა ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის დღეს, ლაღ ბავშვობას და ბედნიერ მომავალს გისურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203