ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგნობრივ ოლიმპიადებსა და კალიგრაფიის კონკურსში წარმატებას მიაღწიეს
08-06-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლას ნიჭიერი, ბეჯითი და აქტიური მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა კონკურსსა თუ პროექტში ერთვებიან.
ამჯერად, მათ წარმატებას „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადებსა და შიდასასკოლო კალიგრაფიის კონკურსში მიაღწიეს. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებას სიამყის მიზეზი მისცეს.
მათ სიგელებიც გადაეცათ. მოსწავლეებს სკოლაში ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს ვულოცავთ მიღწეულ წარმატებებს და ვუსურვებთ ულევ წარმატებას, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანის მონაწილეობა და ჩართულობა ფორმალურ და არაფორმალური განათლების ფარგლებში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს