„კიდევ ერთი მხიარული და ემოციებით დატვირთული დღე“ - ლეცავეს საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები ბათუმის დელფინარიუმს ესტუმრნენ
08-06-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი აქტივობები ხშირად ეწყობა. 

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ელისო ადამიას ხელმძღვანელობით, ექსკურსიაზე ბათუმის დელფინარიუმში იმყოფებოდნენ. 

მესამეკლასელები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, სანახობით დატკბნენ, ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გააატრეს, ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

„კიდევ ერთი მხიარული და ემოციებით დატვირთული დღე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე მასწავლებლები დაუღალავად ზრუნავენ. ამისთვის ისინი სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. 

იხილეთ ფოტოები₾
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203