კვახჭირის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება გასვლითი აქტივობით აღნიშნეს
08-06-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, პედაგოგ სოფიკო აბესაძის ხელმძღვანელობით, მათთვის გასვლითი აქტივობა მოეწყო. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, გარემო დაათვალიერეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობით მოსწავლეები ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

„გილოცავთ, ჩემო ვარსკვლავებო, ბედნიერ და ხალისიან არდადეგებს გისურვებთ“,-წერს პედაგოგი სოფიკო აბესაძე. 

სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველი კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203