ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ანიმაციური ფილმის ჩვენება ორ ენაზე გაიმართა
08-06-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში უცხო ენების სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისო იყოს, მასწავლებლები სხვადასხვა აქტივობას აწყობენ. ამჯერად, სკოლის პატარა აღსაზრდელებმა მულტფილმ „წითელქუდას“ ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად დიდი ინტერესით უყურეს.
მათ ინგლისურის მასწავლებლის სოფიკო შავაძის კითხვებს ხალისით უპასუხეს, ინგლისურში შესწავლილი სიტყვები გაიმეორეს და ლექსიკური მარაგი გაიმდიდრეს.
აქტივობამ დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა, რაზეც მოსწავლეთა ჩართულობა მეტყველებდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს