ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს
08-06-2023

გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. 

შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დაამთავრეს. 

მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.

საზეიმო განწყობას სადღესაწაულოდ მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

„წარმატებით დავამთავრეთ პირველი კლასი, ბედნიერი დასვენება ჩემს პატარებს“,- წერს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203