„თანასწორობის ლაბორატორია“- ტოლოშის საჯარო სკოლაში X კლასის მოსწავლე გიგა შიოლაშვილმა საინტერესო ლექცია-პრეზენტაცია გამართა
08-06-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

ამჯერად, სკოლაში, თანასწორ-განმანათლებელთა ტრენინგის ფარგლებში, ლექცია-პრეზენტაცია - „თანასწორობის ლაბორატორია“ გაიმართა.

ტრენინგს X კლასის მოსწავლე გიგა შიოლაშვილი უძღვებოდა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა გენდერულ თანასწორობა-უთანასწორობასა და მათზე გავრცელებულ სტერეოტიპებზე ისაუბრეს. მათ აზრი დააფიქსირეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და  ცოდნა გაიღრმავეს. 

ტრენინგი ძალიან ინფორმაციული, საინტერესო და ნაყოფიერი იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203