დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოდკასტის მორიგი საინტერესო ეპიზოდი ჩაწერეს
08-06-2023
დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეულ და საინტერესო აქტივობებს აწყობენ. 

მათ შორის არის პოდკასტი, რომლის მეშვეობითაც სათქმელს სასკოლო საზოგადოებას უზიარებენ. ამჯერად, მათ მეოთხე ეპიზოდი ჩაწერეს. 

გადაცემის წამყვანი გვანცა ბერიძე გახლდათ, სტუმარი კი - ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გიდი - მეგი ქათამაძე. მან მუზეუმისა და იქ განთავსებული ნივთების შესახებ ისაუბრა. გიდმა მოსწავლეებს საინტერესო ინფორმეცია მიაწოდა. 

გარდა ამისა, პოდკასტში მოსწავლე ლიზი ჩოგაძემ თემაზე - რა არის ბულინგი, ისაუბრა, ხოლო კალათბურთის ამბები ნიკა ჩიტაძემ მიმოიხილა. 

პოდკასტი მართლაც საინტერესო და ინფორმაციულია. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203