სუხჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები ესტუმრნენ
08-06-2023

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩის საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდნენ მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები - უფროსი ლეიტენანტი რეზო შველიძე და სერჟანტი - მამუკა ჩაჩანიძე.

ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში, პრეზენტაციების სახით, თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები გააცნეს და საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ჯარისკაცებისგან საქართველოს ეროვნული გმირების, თითოეული მათგანის გმირობის ისტორია მოისმინეს. 

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი გასცეს. მოსწავლეებმა საკუთარი შეხედულებები დააფიქსირეს და თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეომასალა ნახეს.

შეხვედრა ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203