ქუთაისის N13 და აფხაზეთის N5 საჯარო სკოლებმა პოლონურ სკოლას გამოცდილება გაუზიარეს
08-06-2023

ქუთაისის N13 და აფხაზეთის N5 საჯარო სკოლების წარმომადგენლები ურთიერთგამოცდილების გაზიარების მიზნით, პოლონურ სკოლას ონლაინ შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა, ერთმანეთს გააცნეს თუ როგორ აღნიშნეს 1-ელი ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ასევე, ამ დღისადმი მიძღვნილი აქტივობები წარუდგინეს და საინტერესო იდეები გააცნეს.

მოსწავლეებმა, პოლონეთის ქ. გდანსკის N57 სკოლის წარმომადგენლებთან ერთად საინტერესო საკითხები განიხილეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

„მადლობა ინგლისურის პედაგოგებს - თამარ ჩომახიძეს, ხატია ახალაძეს, მარინე ჩაჩხიანს და ნინო ფაიქიძეს ამ საინტერესო კონფერენციისათვის. წარმატებები ნიჭიერ მოსწავლეებთან ერთად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203