ორჯის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დააგვირგვინეს
08-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს.

სკოლაში, პირველი კლასის დამრიგებლის - გაუანე მარკარიანის ინიციატივით, ღონისძიება - „ანბანის გაცილება“, გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება საინტერესო მრავალფეროვანი და სახალისო იყო.

ღია ცისქვეშ მოსწავლეებმა, მრავალფეროვანი ნომრები შეასრულეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203