ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ - შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა
08-06-2023

ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესის გაღრმავების მიზნით, VII-XI კლასებში ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება მოეწყო.

ღონისძება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაზე საინტერესო და მრავალფეროვანი შეკითხვები გაჟღერდა. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს შორის თანამშრომლობა და ჯანსაღი კონკურენცია იგრძნობოდა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძება ნასწავლის გახსენება-განმტკიცებას, მოსწავლეთათვის საჭირო უნარების გამომუშავებასა და სასწავლო წლის ბოლოს ცოდნის ორგანიზებას მოიცავდა. 

საბოლოოდ, შეჯიბრში გუნდმა - „მოლეკულა“, გაიმარჯვა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203