ქუთაისის N32 საჯარო სკოლის English Book Club-მა აკადემიური წელი შეაჯამა 
08-06-2023

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის უცხოური ენების კათედრის ინიციატივით შექმნილი English Book Club წარმატებულ საქმიანობას ეწევა.

ამჯერად, ქუთაისის ამერიკულ კუთხეში, კლუბის მიმდინარე აკადემიური წლის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები და ინგლისური ენის მასწავლებლები - თემურ ჯვარშეიშვილი და რუსუდან კარკაძე იყვნენ ჩართულნი.

მოსწავლეებმა ამერიკელი მწერლის, ლუის სეკერის წიგნის - „ორმოების“, წაკითხვის შემდეგ, ამერიკული კუთხის სივრცეში ამავე წიგნის (რეჟისორი - ენდრიუ დეივისი) ეკრანიზაცია იხილეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეების აქტიური ჩართულობით სხვადასხვა ინტერაქტიული სესია გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ სკოლა ქუთაისის ამერიკულ კუთხესთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203