დიდი თონეთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
ვაჟა-ფშაველას სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აქტივობები მიეძღვნა.
ეს დღე სკოლაში განსაკუთრებული ხალისით აღინიშნა. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს, მათ ნამცხვრები გამოაცხვეს, სკოლაში ხელნაკეთი ნივთები მიიტანეს და გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. ისინი აღებული შემოწირულობით სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარებიან.
გარდა ამისა, ბავშვებმა ფერადი ცარცებით დახატეს, იმღერეს, იცეკვეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
„ყველა ბავშვს ვუსურვებთ მშვიდობიან, ბედნიერ, საინტერესო და წარმატებულ ცხოვრებას გაბრწყინებულ საქართველოში. თითოეული მათაგანი ხომ საქართველოს ხვალინდელი დღეა, მომავალია, რომელიც აუცილებლად წარმატებული იქნება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები: