თბილისის N103 საჯარო სკოლის ანსამბლმა ფესტივალზე ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება მოიპოვა
08-06-2023
თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს ანსამბლი - „კოკროჭინა“, რომლის წევრები სხვადასხვა კონკურსსა თუ ღონისძიებაში წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის ანსამბლი, რომლის ხელმძღვანელი ნინო მიჯახტაშვილი გახლავთ, ფესტივალს - „იპოვე ვარსკვლავი შენი“, შეუერთდა. მოსწავლეებმა შემოქმედებითი, მუსიკალური შესაძლებლობები და ნიჭი შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდა, სადაც ანსამბლმა ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება მოიპოვა.

მათ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს მოპოვებულ ჯილდოს. ვუსურვებთ მომავალშიც წარმატებულ შემოქმედებით გზას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203