წინწყაროს საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა ისტ-ისა და ბუნებისმეტყველების საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი
08-06-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-2 კლასში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ბუნებისმეტყველების ინტეგრირებული გაკვეთილის პრეზენტაცია ჩატარდა.

გაკვეთილზე, მოსწავლეებმა ცხოველთა სამყაროს შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გააცნეს და ცოდნა აიმაღლეს. 

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები აქტიურად, მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრეზენტაციები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203