მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე სპექტაკლი - „კონკია“ გაითამაშეს
08-06-2023

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის უცხოური ენების კათედრა ნაყოფიერად მუშაობს. 

მისი წევრები მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო პროექტებსა თუ აქტივობებს ახორციელებენ.

ამჯერად, მათი ორგანიზებით, ინგლისურ ენაზე ზღაპრის - „კონკია“ მიხედვით, სცენარი დაიდგა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ინგლისური ენის პედაგოგი - სოფიკო ჩხიკვაძე.

სპექტაკლში სკოლის მე-5, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ.

მოსწავლეები სადღესასწაულო სამოსში გამოეწყვნენ და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები და ინგლისური ენის ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203