„მზის პლანეტები“- გუმბრინის საჯარო სკოლის მე-5 კლასში საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
08-06-2023
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები ხშირად ეწყობა. 

ამჯერად, მეხუთე კლასში პროექტ-გაკვეთილი - „მზის პლანეტები“, ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მასწავლებელ ქეთევან როყუას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, დაახარისხეს და ვიდეორგოლი შექმნეს, სადაც პლანეტები, მზიდან დაშორების მიხედვით,  თანმიმდევრულად წარმოადგინეს. გარდა ამისა, პრეზენტაციები პლანეტათა თავისებურებების შესახებ გამართეს.

გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებმა კითხვა-პასუხით შესაჯამეს პრეზენტაციები, პროცესი იყო ინტერაქტიული და სახალისო. მოსწავლეებმა ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოაჩენა შეძლეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203