„გავადროშიანოთ საქართველო“  - გაიცანით, ძევრის საჯარო სკოლის პატრიოტი მოსწავლეები
08-06-2023
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ და ცდილობენ მომავალი თაობის პატრიტული სულიკვეთება აამაღლონ.

ამისთვის კი არაერთი პროექტი თუ ღონისძიება იმართება.

მათ შორის აღსანიშნავია, საინტერესო ღონისძიება, რომელიც ძევრის ჩეხნარის მე-6 საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში გაიმართა. მოსწავლე - ლუკა ფანჩულიძემ, საქართველოს დროშით ხელში, ლექსი - „კრწანისის ყაყაჩოები“ წაიკითხა. მოსწავლეებმა კი საინტერესო ინსცენირება გამართეს. 

„ჩვენი გმირის - შმაგი სოფრომაძის დღეა ძევრის სკოლის ქართულდროშებიანმა ბიჭებმა ამჯერად ძევრის ჩეხნარის მე-6 საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესიიდან გადასძახეს იმიერში ქართველ გმირებს. გავადროშიანოთ საქართველო“,- აღნიშნევენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203