ქვიტირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო აქტივობებით გამოირჩევა 
08-06-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტები ხორციელდება, რომლებშიც მოსწავლეები მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში 1-ელი კლასის მოსწავლეებმა, დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებლის - თამარ გიგიაძის ხელმძღვანელობით, პროექტი „ჩვენი ქვეყნის ღირშესანიშნავობები“ განახორციელეს.

პროექტი კი მათ შემეცნებითი ხასიათის ექსკურსიით დაასრულეს.

მოსწავლეებმა ნიკო ნიკოლაძის სახელობის მუზეუმი, ჯიხეთის სამების დედათა მონასტერი  მოინახულეს.

ისინი საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს, დრო კი ხალისიანად და საინტერესოდ გაატარეს.

„პროექტული სწავლება ხელს უწყობს სწავლა- სწავლების პროცესში მოსწავლეთა მოტივაციას და  ჩართულობას, ცოდნის საფუძვლიან მიღებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში აქტივობებს პედაგოგები, არა მხოლოდ მოსწავლეთა, არამედ მშობელთა ჩართულობის გაზრდის მიზნითაც ახორციელებენ.

სასკოლო  პროექტის ფარგლებში, სკოლაში სპორტული აქტივობა ფრენბურთში გაიმართა, სადაც  ერთმანეთს ხვდებოდა მოსწავლეთა და მშობელთა გუნდები.

ღონისძიება ფიზიკური აღზრდის უფროსი მასწავლებლის - თემურ სალდაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.

„გამოწვევა მშობელთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა ... არასდროს დაავიწყდებათ მათ შვილებს დღევანდელი დღე , როგორი თვალებანთებულნი შესცქეროდნენ და გულშემატკივრობდნენ მამებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეხვედრაში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ხელმძღვანელობასთან ერთად, სკოლის პედაგოგებიც აქტიურად ჩაერთნენ.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203