მაღლაკის N1 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
08-06-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ერთვებიან.
თბილისში გეოგრაფიის ინგლისურენოვანი საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდა, რომელშიც საქართველოს რეგიონებიდან 72 სკოლის გუნდი მონაწილეობდა.
მაღლაკის N1 საჯარო სკოლის გუნდს კი მეშვიდე კლასის მოსწავლეები: ნიკოლოზ დოლაბერიძე, მარიამ კუკანია, ელენე კვერნაძე, თამარ ჩიქოვანი და ნათელა ქუთათელაძე წარმოადგენდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და წარმატებას მიაღწიეს.
ფინალურ ტურში გასულ 9 გუნდს შორის, მაღალკის N1 საჯარო სკოლის გუნდიც დასახელდა. მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს