ლეხაინდრაოს საჯარო სკოლამ ინგლისური ენისა და ლიტერატურის კონფერენცია-ფესტივალს უმასპინძლა
08-06-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 

სკოლამ ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში კონფერენცია-ფესტივალს უმასპინძლა. პროექტის ორგანიზატორი პედაგოგი მარიკა ჩხაპელია იყო.

კონფერენცია დიდი ბრიტანეთისაა და ამერიკის შეერთებული შტატების თემატიკას მიეძღვნა. მასში ლეხაინდრაოს, ქვედა ნაგვაზაოსა და ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ჟიურის წევრებად მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - პაშა გულორდავა, რესურსცენტრის სპეციალისტი - ბუთხუზ წულაია, ქვედა ნაგვაზაოს სკოლის დირექტორი - რომანოზ ქიქავა, ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის დირექტორი - მაია გაწერელია და მისი მოადგილე - ზოია ფიჩხაია იყვნენ მიწვეული. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ყველა მონაწილე მოსწავლე და მასწავლებელი სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.

ასევე, გამოვლინდა საუკეთესო პრეზენტაციები და პრეზენტატორები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203