წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა მათემატიკის კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
08-06-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან დავალებებს სთავაზობენ, მოსწავლეები მათ ხალისითა და ინტერესით ასრულებენ. 

ახლახან, მე-2, მე-2, მე-2 კლასებში მათემატიკის გაკვეთილზე კომპლექსური დავალების პრეზენტაციები გაიმართა. 

კომპლექსური დავალება მეორეკლასელებს საგნის მასწავლებლებმა და კლასის ხელმძღვანელებმა - ლელა ჩირგაძემ, ნანული სილაგაძემ და ნინო ლობჯანიძემ შესთავაზეს. თითოეული კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები, სადაც სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურებით გამოსახეს თავიანთი ეზო-სახლი, მცენარეები, ცხოველები... დაითვალეს და ცხრილში შეიტანეს მონაცემები, თუ რა და რა გეომეტრიული ფიგურა გამოიყენეს.

პრეზენტაცია საინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203