შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ. იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი იყოს, ისინი სხვადასხვა აქტივობასა თუ პროექტს ახორციელებენ.
ამჯერად, სკოლის მეორე კორპუსში პირველი კლასის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ღონისძიების ორგანიზატორი ლამარა ხალვაში იყო.
მოსწავლები აქტივობაში უდიდესი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ, მრავალფეროვანი ნამუშევრები გამოფინეს, რითაც ყველას მოწონება დაიმსახურეს. გარდა ამისა, მათ პირველი კლასის წარმატებით დასრულებაც აღნიშნეს, სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა, პირველი კლასის წარჩინებით დასრულებისათვის, სერტიფიკატები გადასცა.
იხილეთ ფოტოები: