„ვიზრუნოთ შინაურ ცხოველებზე“ - ქვიტირის საჯარო სკოლის X კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
08-06-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტები ხორციელდება.

ამჯერად, სკოლის X კლასში „მოქალაქეობის“ პროექტული სწავლების ფარგლებში, პროექტი - „ვიზრუნოთ შინაურ ცხოველებზე“ ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს, გაეცნენ ცხოველთა უფლებებს, გამართეს საინტერესო დისკუსიები, ასევე მიუსაფარ ცხოველებს საცხოვრისი აუშენეს.

პროექტის ბოლო ეტაპზე სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ირინე ხარაბაძის ინიციატივით, სკოლაში მიიწვიეს საქართველოს ცხოველთა ფედერაციის წარმომადგენლები.

მათ, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ცხოველთა დაცვის შესახებ.

„შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც  მოსწავლეებმა გამოამჟღანეს თემის ირგვლივ საფუძვლიანი ცოდნა და ინტერესი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​პროექტი საინტერესო და ინფორმაციული იყო მოსწავლეთათვის.

მათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203