განძის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლას დიდი ყურადღება ეთმობა
04-05-2018
განძის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სკოლაში  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი მაკა ანთაძე მუშაობს. 

პროგრამის ფარგლებში სკოლაში ქართული ენის კლუბი ფუნქციონირებს, რომლის მიზანია სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია. საგაკვეთილო პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით იგეგმება. 

სკოლისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა, რათა მათ მაღალი მოტივაცია ჰქონდეთ. სწორედ კონსტრუქტივისტული მიდგომის წყალობით სკოლის პირველკლასელებმა ქართული ენა შეიყვარეს და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროგრამა ხალისით დაძლიეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203