ისრითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ნინი ერემეიშვილმა და თიკა თედორაძემ „ეტალონის“ მეორე ეტაპში მონაწილეობისთვის ოქროს სიგელები დაიმსახურეს
07-06-2023
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობენ.
მოსწავლეებმა - ნინი ერემეიშვილმა და თიკა თედორაძემ, კონკურსის პირველ ეტაპი წარმატებით გადალახეს და მეორე ეტაპში მონაწილეობისთვის ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს