ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული გაკვეთილები ტარდება. მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეებმა, პედაგოგ ზელიმხან ნანაჯანოვის ხელმძღვანელობით, გეოგრაფიის გაკვეთილზე აფხაზეთის შესახებ საინტერესო კედლის გაზეთი შექმნეს.
მათ, ასევე მოიძიეს ინფორმაციები, კერძოდ, მდინარე ნეფრუას შესახებ, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.
აქტივობაში ისინი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: