აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეების მოგზაურობა „მთვარემდე და უკან“
07-06-2023
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით აქტივობასა და პროექტში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თბილისის საბავშვო, ახალგაზრდული თეატრისა და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრის ერთობლივ სპექტაკლზე - „მთვარემდე და უკან“ მიიწვიეს.
სკოლის ადმინისტრაციამ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიწვევა მიიღო და მოსწავლეებს ლამაზი დღე აჩუქა.
სპექტაკლთან ერთად, მოსწავლეებმა სამების და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრები მოინახულეს.
„ბავშვებმა ასევე, მოინახულეს ზოოპარკი და მისი ბინადრები, სადაც ძალიან იხალისეს და გაერთნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.
დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და ინფორმაციული იყო.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს