აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქტივობა ჩაატარეს
07-06-2023

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამჯერად, მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად სკოლასთან ახლოს მდებარე ტყის მონაკვეთი დაასუფთავეს და გარემოზე ზრუნვის აუცილებლობა გაიაზრეს.

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ასევე დისკუსია გაიმართა, თემაზე- „გადავარჩინოთ მსოფლიო“, სადაც ბავშვებმა ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებაში თავიანთი როლი განსაზღვრეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203