„აი ია, აი ჩვენი დედაენა“ - კრწანისის საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
07-06-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება - „აი ია, აი ჩვენი დედაენა“ ჩატარდა.
ღონისძიებაზე პირველკლასელებმა მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს, ასევე ზღაპრის სხვადასხვა გმირი განასახიერეს და 1-ელ კლასში მიღებული ცოდნის პრეზენტაცია წარადგინეს.
„მოსწავლეებმა სცენა საუკეთესოდ მოირგეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიების ბოლოს კი დამრიგებელმა - ნონა მარგველანმა, მოსწავლეებს, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დამსახურებული სიგელები დაურიგა.
დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.