ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპიუტერული თამაშების შესახებ გამართულ ონლაინ-კონფერენციაში მონაწილეობდნენ
07-06-2023

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. 

ამჯერად, VII კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ელენა კაპანაძესთან ერთად, ონლაინ კონფერენციაში, რომლის თემაც იყო - „კომპიუტერული თამაშების პოპულარიზაცია თინეიჯერებში“, მონაწილეობდნენ. 

პროექტი, რომელიც თინეიჯერებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება, ევროპის სკოლების გაერთიანების პლატფორმა „ითვინინგზე“ ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა - მათე ქურცაძემ და ლანა ქურცაძემ კომპიუტერული თამაშების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ პრეზენტაცია მოამზადეს და წარადგინეს. გარდა ამისა, მათ ისაუბრეს, თუ რა ზიანი  და სარგებელი შეიძლება მოუტანს ბავშვებს კომპიუტერულმა თამაშებმა. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, საინტერესოდ ისაუბრეს, აზრი დააფიქსირეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203