ფოკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფოკის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველ ეტაპში მონაწილეობდნენ.
კონკურში შემდეგი მოსწავლეები ჩაერთნენ:
- ნური ზოროღლიანი;
- მარიამ კარაპეტიანი;
- ასტღიკ პაპიკიანი;
- რიმა მკრტჩიანი;
- რაზმიკ აირაპეტიანი;
- დიანა ქურქჩიანი;
- სატენიკ კურკჩიანი;
- ნვერ ჰაირაპეტიანი;
- ვაზგენ ჩაფანიანი;
- მილენა ალვანჯიანი.
მათ „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
6 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 9 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
იხილეთ ფოტოები: