მამწვარას საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ-სიგელები გადაეცათ
07-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარას საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერად, კონკურსის პირველ ეტაპში შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:

  • დიანა ასლანიანი;
  • შოღიკ გომციანი;
  • რუზანნა გომციანი;
  • მარგარიტა ნიკოღოსიანი;
  • კიმა ხაჩატრიანი;
  • ანდრანიკ გომციანი.

მათ „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები დაიმსახურეს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

6 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 9 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203