
ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში IIა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მარინა ქარცივაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „გაზაფხულის ერთი ლამაზი დღე“ გამართეს.
სკოლის აღსაზრდელებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეორეკლასელები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ, დამსწრე საზოგადოებამ კი მათი წარმოდგენით ისიამოვნა.
იხილეთ ფოტოები