
თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მარინა ტაკიძესთან, პირველ მასწავლებელ ნათელა ბერიძესა და მშობლებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
მათ, ექსკურსიის ფარგლებში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბათუმში - გონიოს ციხესიმაგრე და გურია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი დაათვალიერეს.
„ექსკურსიის მიზანი იყო ისტორიული ციხესიმაგრისა და არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში გამორჩეული დენდროლოგიური პარკის ნახვა, მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარება და რეგიონში არსებული ღირშესანიშნავი ადგილების გაცნობით მათი თვალსაწიერის გაფართოება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა ექსკურსიაზე დრო ხალისიანად და საინტერესოდ გაატარეს.
ეს დღე მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში, ერთ-ერთ გამორჩეულ მოგონებად იქცა.
მსგავსი ექსკურსიები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: