ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
07-06-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეული საინტერესოდ აღინიშნა და მე-7 კლასის მოსწავლეებთან, მათი დამრიგებლის - იამზე ბოჭორიშვილის ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრის თემა - 1 ივნისი გახლდათ. მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებებზე იმსჯელეს და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.

„მათ ასევე ისაუბრეს  უფლებადარღვეულ და მიტოვებული ბავშვების ყოფა-ცხოვრების შესახებ“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მე-7 კლასის მოსწავლემ - ნორა ბოჭორიშვილმა კი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვიდეორგოლი მიუძღვანა.

დღე მოსწავლეთათვის, საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203