ფუთის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს შორის, ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
07-06-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენასა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“, ჩატარდა. მასში მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დასმულ შეკითხვებს უპასუხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და დრო საინტერესოდ გაატარეს.
ირმა ჩინჩალაძისა და იამზე სირაძის ორგანიზებით გამართულმა ინტელექტუალურმა თამაშმა დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა, სადაც მე-10 კლასის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს.
„კონკურსი დატვირთული იყო მეტად საინტერესო და სააზროვნო კითხვებით“,- ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს