კატნატუს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე - ჰამლეტ ხოშბეგიანი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
07-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად, დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან.

ამჯერად, კონკურსის პირველ ეტაპში მე-9 კლასის მოსწავლე - ჰამლეტ ხოშბეგიანი მონაწილეობდა. მან „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

6 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 9 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203