„ყველა ბავშვი თანაბრად ბედნიერი უნდა იყოს - განურჩევლად ეროვნების, რელიგიისა და კულტურული კუთვნილებისა“ - ღონისძიება გიულიბაღის საჯარო სკოლაში
07-06-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გიულიბაღის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მნიშვნელოვან თარიღებს გამორჩეულ ღონისძიებებით აღნიშნავენ. 

ამჯერად, ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, მასში გიულიბაღის, თბილისის N162 და ორგანიზაცია „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ სხვადასხვა საინტერესო ნომერი წარადგინეს, ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს, ცოდნა გაიღრმავეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

„საქართველოში ყველა ბავშვი თანაბრად ბედნიერი უნდა იყოს - განურჩევლად ეროვნების, რელიგიისა და კულტურული კუთვნილებისა, ამიტომ ერთად აღვნიშნეთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!

ჩვენს ქვეყანაში ასეთი მრავალფეროვნება ტოლერანტობისა და თანასწორობის სიმბოლო იყო საუკუნეების განმავლობაში!
გვიხარია, რომ ვაგრძელებთ ტრადიციას და ვუერთდებით ისტორიის იმ ნაწილს, რომელსაც ჩვენი მეგობრობა ჰქვია“,- ვკითხულობთ გავრცლებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203