თბილისის N119 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობები ჩატარდა
07-06-2023
თბილისის N119 საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს და ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მიმდინარე ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში, აქტივობების ორკვირეული განახორციელდა. 

სკოლის ექიმის - ელისო მისაბიშვილის და ბუნებისმეტყველება-ბიოლოგიის პედაგოგის - ხათუნა კოჭლამაზაშვილის საქმიანი წერილების საფუძველზე, დასუფთავებისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურების ჩართულობით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი, ამორტიზირებული ნაგვის ბუნკერები ჩანაცვლდა ახლით. გარდა ამისა, სკოლას, ტერიტორიის გასამწვამებლად, ნერგები გაეგზავნა. 

როგორც სკოლაში ამბობენ, მეცხრე და მეათეკლასელმა ბიჭებმა დამრიგებლების - მაია მუშკუდიანის, ლელა ლომსაძის და ხათუნა კოჭლამაზაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის ტერიტორიაზე ნერგები დარგეს. გოგონებმა კი მეხუთეკლასელების მიერ კონტეინერში დათესილი და ახლადამოსული დეკორატიული მცენარეები, გამრავლების მიზნით, სხვა კონტეინერებში გადარგეს და მომდევნო გამწვანებითი სამუშაოებისთვის მოამზადეს. 

აღსანიშნავია, რომ მეექვსეკლასელებმა თეორიულ ნაწილში იაქტიურეს და ფლაერები გამოფინეს თემებზე - „ჯანმრთელობა და გარემო“ და „ენერგიის განახლებადი რესურსები“.

ცნობიერების ამაღლებისა და მოსწავლეებისთვის ახალი ინფორმაციის გადაცემის მიზნით, პედაგოგები და ექიმი, გლობალურ დათბობასთან და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციას დაესწრნენ. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203