კვახჭირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „მუზეუმის დღე“ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში სტუმრობით აღნიშნეს
07-06-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. გამონაკლისი არც მუზეუმების საერთაშორისო დღე ყოფილა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მე-2, მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. მათ მუზეუმის ეზოში დედამიწის დღესთან დაკავშირებული აქტივობაც გამართეს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება დედამიწას დაეხმარონ.
მოსწავლეებმა მუზეუმი დაათვალიერეს, ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ, რითაც ცოდნა გაიღრმავეს.
აქტივობები მე-2 კლასის დამრიგებელის - თამუნა ჩხიკვაძისა და მე-4 და მე-6 კლასების დამირგებლის - ნინო მამრიკიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. მოსწავლეებმა აქტივობების კრებული შეავსეს, რომელშიც მუზეუმში სტუმრობამდე და სტუმრობის შემდეგ მიღებული ემოციების შესახებ დაწერეს.
„მუზეუმის დღე აღვნიშნეთ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში, სადაც დიდი სიყვარულით და პატივისცემით მიგვიღეს, მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაცია და იხილეს სხვადასხვა მუსიკალური საკრავი. ყველაზე მეტად ეს დღე თამუნა ჩხიკვაძის გაკვეთილმა გაგვილამაზა, რომელიც მუზეუმის ეზოში წარმოგვიდგინა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს