თბილისის N49 საჯარო სკოლის მოსწავლეების თვალით დანახული ფიროსმანი - კულტურული მემკვიდრეობის თემაზე სასკოლო პროექტი ჩატარდა
07-06-2023
თბილისის N49 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორეინტირებული არაერთი აქტივობა იმართება.

ამჯერად, სასკოლო პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობა“, ფარგლებში, პედაგოგების - ანა ბედიაშვილის და ლია მანძულაშვილის ხელმძღვანელობით, VI, VII და VII კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ჩვენი თვალით დანახული ფიროსმანი“ იმუშავეს. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის გამოფენაზე იმყოფებოდნენ.  შემდეგ, მოსწავლეებმა ინფორმაცია ნიკო ფიროსმანაშვილის ბიოგრაფიასა და მასზე დაწერილ ლექსებზე მოისმინეს. მათ კედლის გაზეთები და პრეზენტაციები მოამზადეს. 

გარდა ამისა, VI კლასის მოსწავლეებმა, ფიროსმანის ნახატების შთაგონებით, ნამუშევრები შექმნეს და გამოფენა მოაწყვეს. ასევე, VII და VII კლასის მოსწავლეებმა ფიროსმანის თემაზე შექმნილი დიორამები და ქანდაკებები გამოფინეს.

შემოქმედებითი ღონისძიების დროს, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, წაიკითხეს ლექსები. როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა ფიროსმანის უნიკალურობა და თვითმყოფადობა, ასევე, თვითნასწავლი მხატვრის უსაზღვრო სიყვარული სამშობლოსადმი მკაფიოდ შეიგრძნეს. 

აქტივობებმა უდიდესი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203